ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით – მარკო რუბიო

პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით – მარკო რუბიო

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას, ან არ მიიღოს.

“რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay