ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სადგურის მოედანზე შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნის ოპერაცია დასრულებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სადგურის მოედანზე შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნის ოპერაცია დასრულებულია

by admin

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სადგურის მოედანზე შენობის ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნის ოპერაცია დასრულებულია – დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 1 პირი.

“თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ადგილზე გამოცხადნენ და მყისიერად მოახდინეს მოქალქეების ევაკუაცია. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ცოცხალი ძალის გარდა, მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა.

მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაიყვანილი” – ვკითხულობთ განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay