ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ორი სართული ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ორი სართული ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

by admin

14 ივლისს, საღამოს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი.

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, კორპუსი ავარიული იყო, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს სახლის დაცლა და ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა, თუმცა 100%-იანი თანხმობა არ შედგა.

“მეხუთე კატეგორიის ავარიულობა გვქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ ვუზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო კორპუსის სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული” – ამბობს კალაძე.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay