იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით, რადგან მეგონა, რომ შეთანხმებას ორი თვის წინ მივაღწევდით, მაგრამ არ ჩანს, რომ ვითარება ამ მიმართულებით მიდის. აქედან გმაომდინარე, თუ 50 დღეში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, [რუსეთთან მიმართებით] დავაწესებთ მეორად სანქციებს. ძალიან მარტივია, და ეს სანქციები 100%-იანი იქნება.
იმედია, არ მოგვიწევს. მაგრამ ბოლოს ბევრი ლაპარაკი მესმის. ლაპარაკი და მერე კიევი იბომბება და 60 ადამიანი იღუპება – ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია:
“ჩვენ საუკეთესო შეიარაღება გვაქვს, საუკეთესო რაკეტები გვაქვს, ევროპულმა ქვეყნებმა ეს იციან და დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ. დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მათ იარაღს გავუგზავნით და ისინი კი ამის საფასურს გადაიხდიან. ჩვენ არაფერს გადავიხდით, ჩვენ ვაწარმოებთ და საფასურს ისინი გადაიხდიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ეს არის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება, რომლის შეძენაც აშშ-სგან მოხდება და ნატო-ს გადაეცემა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე სწრაფად გადანაწილდება. მას უკრაინა მიიღებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა”