„”ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება. ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის ნებისმიერ მცდელობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ცოტა ძნელი დასაჯერებელია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ევროპაში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ და პრეზიდენტ ტრამპის დამსახურებით, აზიელმა მოკავშირეებმა ევროპულ ქვეყნებს უნდა მიბაძონ. ნატო-ს წევრები, გერმანიაც კი, ვალდებულებას იღებენ, რომ თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს დახარჯავენ. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში, თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი -აზიელმა მოკავშირეებმა ევროპას უნდა მიბაძონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ
97