19
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ვადეფული ავრცელებს.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან საუბრისას მოვუწოდე ირანს, საბოლოოდ, კონსტრუქციულად ჩაერთოს რეგიონულ მეზობლებთან და აშშ-თან მოლაპარაკებებში, რათა კონფლიქტი დასრულდეს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას.
“ჰორმუზის სრუტე უპირობოდ უნდა გაიხსნას და თავისუფალი და უსაფრთხო ნავიგაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.