111
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.
ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა გახდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზი ან რამდენი ადამიანი დეპორტირდა ამერიკიდან.
“მინისტრის მოადგილემ , კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს. გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს” – წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.