1
ნატო უზრუნველყოფს ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვას. დღეს დილით ვიხილეთ, როგორ აფრინდნენ ლიეტუვაში ბაზირებული იტალიური Eurofighter-ები და ესტონეთიდან თურქული F-16-ები. ერთ-ერთმა Eurofighter-მა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰარტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისივე ინფორმაციით, გუშინ რუმინული F-16-ები და ესპანური F-18-ები აფრინდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, დრონები შევიდნენ.
„ნატო ყოველდღიურად მზად არის და აქვს შესაძლებლობა, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში