პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

by admin

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმებული შეთანხმებების სტრატეგიულ მნიშვნელობას,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay