მოსკოვს არ აქვს განზრახვა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ამჟამინდელი შეხების ხაზის გასწვრივ. ეს მიუღებელია, – ამის შეასხებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მოსკოვს არ აქვს განზრახვა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ამჟამინდელი შეხების ხაზის გასწვრივ. ეს მიუღებელია. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენს მეთოდებს გაცილებით უფრო სასტიკს გავხდით, რათა გავანადგუროთ ყველაფერი, რაც დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო მანქანას ამარაგებს. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. ისინი უკვე იწყებენ წუწუნს.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი საერთო სივრცის სხვადასხვა წერტილიდან სულ უფრო მეტი ხმა მოგვიწოდებს, დაუყოვნებლივ გავჩერდეთ. ასე არ გამოვა. გაჩერება მაშინ არის საჭირო, როდესაც გრძელვადიანი, საიმედო და მდგრადი შეთანხმება იქნება მიღწეული.
თუ ახლა მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდებოდით, ფაქტობრივად, უფლებას მივცემდით, ხაზი გადაესვათ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობისთვის, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს. ამის განხილვაც კი შეუძლებელია“მ – თქვა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა აღიარა, რომ რუსეთში ადამიანები იტანჯებიან და „ტერორისტული აქტების შედეგად იღუპებიან“, თუმცა, მისი თქმით, საუბარია „რუსეთის სახელმწიფოს ათასწლოვანი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობაზე“