ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home მსოფლიო ჩვენ ნამდვილად მოვიგეთ ეს ომი, აშშ-მა და ისრაელმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს – ირანის პარლამენტის სპიკერი

ჩვენ ნამდვილად მოვიგეთ ეს ომი, აშშ-მა და ისრაელმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწიეს – ირანის პარლამენტის სპიკერი

by admin

მთელი გულით ვამბობ, რომ ჩვენ ნამდვილად მოვიგეთ ეს ომი, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მუჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალები გაანადგურა.

„მე ვგულისხმობ, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი თავს დაგვესხნენ ცხრა კონკრეტული, დეკლარირებული მიზნით, მაგრამ ვერცერთ დონეზე ვერ შეძლეს ამ ცხრა მიზნიდან რომელიმესთვის მიეღწიათ. ეს იყო უდიდესი აბსოლუტური დამარცხება შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმისთვის“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

მისი მტკიცებით, დიპლომატიურ სფეროშიც, შეთანხმება “სიამაყისა და დიპლომატიურ ბრძოლის ველზე გამარჯვების წყაროა”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay