ჩეხეთის თავდაცვის საწარმო STV ჯგუფის დაწესებულებაში აფეთქება მოხდა. პოლიციის ვარაუდით, აფეთქების მიზეზი პროდუქციის სისტემაში არსებული ტექნიკური დეფექტი გახდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც STV-ში ამბობენ, პრაღიდან 150 კილომეტრით დაშორებულ ობიექტში მოხდა. შენობა მათ ოპერაციულ კომპლექსს ეკუთვნის. ეს საწარმო STV-ს მფლობელობაში მყოფი კომპანიის, Policske strojirny-ის ობიექტია.
ჩეხური მედია CTK წერს, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის საწყობში მოხდა, იმ კომპლექსში, სადაც STV დიდი კალიბრის ჭურვებს აწარმოებს და საბრძოლო დანადგარებს არემონტებს.
ჩეხეთში თავდაცვის ობიექტებზე აფეთქებები წარსულშიც მომხდარა. 2014 წელს აფეთქდა ორი საბრძოლო მასალის საცავი. 2021 წელს ჩეხეთის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებში აფეთქებაზე ბრალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) დანაყოფ 29155-ს ედებოდა.
2023 წელს ჩეხეთსა და ბულგარეთში საბრძოლო მასალების საცავებში მომხდარი აფეთქებებისა და რუსული კვალის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება The Insider-მა გამოაქვეყნა