ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home მსოფლიო აშშ-ს ვიზიტი გრენლანდიაში მიუღებელი ზეწოლაა – დანიის პრემიერმინისტრი

აშშ-ს ვიზიტი გრენლანდიაში მიუღებელი ზეწოლაა – დანიის პრემიერმინისტრი

by admin

დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი ამბობს, რომ აშშ გრენლანდიასა და დანიაზე გრენლანდიაში დაგეგმილი შეხვედრით “მიუღებელ ზეწოლას” ცდილობს.

“ცხადია, რომ ეს არ არის ვიზიტი იმის შესახებ, თუ რა სურს ან სჭირდება გრენლანდიას. ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ ეს ამ სიტუაციაში მიუღებელი ზეწოლაა გრენლანდიასა და დანიაზე. ჩვენ ამ ზეწოლას წინააღმდეგობას გავუწევთ. პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. მას გრენლანდია სურს. შესაბამისად, ეს ვიზიტი სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ აღიქმება”. – თქვა ფრედერიკსენმა.

ფრედერიკსენმა ხაზი გაუსვა, რომ დანია აშშ-სთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს და ამაზე არაფერი არ მიუთითებს. მანვე თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან გრენლანდიელი პოლიტიკოსებისგან გზავნილების მიუხედავად ქვეყანაში ვიზიტი “პატივისცემით მოპყრობის” მაგალითი არ არის.

“ჩვენ მოკავშირეები ვართ, გრენლანდიის შესახებ თავდაცვის შეთანხმება გვაქვს, რომელიც 1951 წლით თარიღდება. არც დანიაში და არც გრენლანდიაში არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ ამერიკელებთან თანამშრომლობა არ გვსურს. თუმცა, როდესაც ასეთ ვიზიტს აკეთებ და გრენლანდიელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ვიზიტი არ სურთ, ამას პატივისცემით მოპყრობად ვერ მიიჩნევ”. – თქვა ფრედერიკსენმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay