ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ურსულა ფონ დერ ლაიენი – სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე მწვავე გავლენა აქვს

ურსულა ფონ დერ ლაიენი – სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე მწვავე გავლენა აქვს

by admin

ევროკავშირის არაფორმალური საბჭო ევროპისა და უკრაინისთვის კარგი ამბებით დაიწყო. გაზაფხულზე ჩვენ ვთქვით, რომ, 90 მილიარდი ევროს სესხს გავცემდით – ამა თუ იმ გზით, ახლა კი, ეს დაპირება შევასრულეთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ერთი მესამედი ბიუჯეტის საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი, ორი მესამედი კი უკრაინის თავდაცვისთვის. თავდაცვის პირველი პაკეტი – დაახლოებით 6 მილიარდი ევროს ოდენობით – უკრაინულ დრონებზე წავა. ჩვენი გზავნილი ნათელია: გავაგრძელებთ მხარდაჭერას მამაცი უკრაინელი ხალხისა და მათი შეიარაღებული ძალებისთვის. მაშინ როცა რუსეთი აორმაგებს აგრესიას, ევროპა აორმაგებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.

“დიახ, სანქციებს მწვავე გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე. ინფლაციის ზრდით და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდით, რუსეთის მიერ არჩეული ომის შედეგების გადახდა ხალხის ჯიბიდან ხდება. გავლენა იმდენად დიდია, რომ კრემლი ინტერნეტზე წვდომას ზღუდავს, იმდენად დიდია, რომ რუსები გრძნობენ, რომ რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობენ, ციფრული რკინის ფარდას მიღმა. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ საბოლოოდ ყველა კედელი ინგრევა”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay