შაბათი, აგვისტო 15, 2026
Home პოლიტიკა შეხვედრა გავმართე მაკა ბოჭორიშვილთან, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია, შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ – ანდრიი სიბიჰა

შეხვედრა გავმართე მაკა ბოჭორიშვილთან, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია, შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ – ანდრიი სიბიჰა

by admin

ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

“ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ პროცესებში.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხს.

შევთანხმდით, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ კონტაქტს’, – წერს სიბიჰა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay