ორბანი ცდება, “ჩინეთის კომუნისტური პარტიისა” და ირანის რეჟიმის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:
“სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს”, – წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა – დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე