ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები! – სალომე ზურაბიშვილი

დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები! – სალომე ზურაბიშვილი

by admin

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად გაუგებარია. მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay