ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home მსოფლიო მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს

მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს

by admin

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

“ჩვენ გვსურს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ აშშ-ის ახალ მთავრობასთან. ევროპას სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ბერბოკმა სატელეფონო საუბრის დროს.

მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ძლიერი ბლოკის მნიშვნელობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, სიტუაცია სირიაში, ღაზას სექტორსა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი.

ამასთან, მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის საკითხზეც ისაუბრეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay