ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home მსოფლიო ტრამპი – “რკინის გუბათის” სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

ტრამპი – “რკინის გუბათის” სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

by admin

“რკინის გუბათის” სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ, პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა “რკინის გუბათის” სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ  აშშ-ს ტექნოლოგია არ ჰქონდა – ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელში ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ს ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay