შაბათი, აგვისტო 15, 2026
Home პოლიტიკა იოჰან ვადეფული – ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე

იოჰან ვადეფული – ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე

by admin

როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს ვიზიარებთ: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე: გერმანია მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტას. როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს ვიზიარებთ: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოითხოვს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay