ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home ეკონომიკა ეკონომიკის სამინისტრო – ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე – აღნიშნულის თაობაზე მარიამ ქვრივიშვილი მორიგ შეხვედრას გამართავს

ეკონომიკის სამინისტრო – ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე – აღნიშნულის თაობაზე მარიამ ქვრივიშვილი მორიგ შეხვედრას გამართავს

by admin

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი – თბილისი – შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს – ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება.

“საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის შედეგად, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ 148%-ით მეტი შეადგინა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2024 წლიდან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ავიამიმოსვლის, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით არის გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე, მათ შორის, თბილისი- შანხაის ხაზზე, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა”,- ნათქვამია ინფორმაციაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay