კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა უილსონი – ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი, სანქციები გზაშია

უილსონი – ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი, სანქციები გზაშია

by admin

“ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია… სანქციები გზაშია”, – წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე და ირაკლი რუხაძის ბიზნეს აქტივების შესახებ სქემას აქვეყნებს.

“ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და რამდენიმე კორუმპირებული აქტივი უკავია თავისი „ბოსისთვის“, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის, ომის დამნაშავე პუტინისთვისა და ირანული რეჟიმისთვის ყიდის საქართველოს. მისი პროპაგანდისტული კომპანია “იმედი ტვ” 24/7-ზე მაუწყებლობს ამერიკის ზიზღს. სანქციები გზაშია“, – წერს უილსონი და აღნიშნულთან დაკავშირებით, სურათსაც აქვეყნებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay