69
პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ წავა კომპრომისზე და არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში.
“ვისაც რა არ უნდა უნდოდეს. სულ რომ ყველა მოკავშირე გაერთიანდეს – ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. იურიდიულად მათ არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ეს ტერიტორიები ყოველთვის ოკუპირებულად დარჩება, სანამ იქ არ დავბრუნდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.