პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა ჯო უილსონი – მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი

ჯო უილსონი – მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი

by admin

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებისკენ მოწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი! მადლობელი ვარ ვიყო კონგრესის დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე”, – წერს უილსონი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay