უკრაინა დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკურ გზას აკონტროლებს, ქალაქის გარშემო ყველა სამხედრო ობიექტი განადგურდება. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსი “აზოვი” ავრცელებს.
“უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსი “აზოვი” დონეცკის გარშემო მტრის ლოგისტიკას აკონტროლებს.
თავდასხმითი დრონების პილოტები შორეულ ოპერატიულ ზონაში რუსეთის ლოგისტიკაზე ნადირობენ. დრონები დონეცკის გარშემო ყველა ლოგისტიკურ გზას აკონტროლებენ.
ზუგრესი, ანდრეევკა, სტარობეშევე, გორლოვკა, ლისიჩანსკი, დონეცკის წრიული – ამ მიმართულებებზე დრონების აქტიური მუშაობა საჰაერო სივრცის კონტროლის რუსული სისტემების არაეფექტურობაზე მეტყველებს.
არც ისე დიდი ხნის წინ ოკუპანტები იქ სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. მაგრამ ამიერიდან ყველა სამხედრო სამიზნე, რომელიც დონეცკის გარშემო გზებზე გადაადგილდება, განადგურებულ იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში