პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

by admin

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, ТАСС და ირანული სამთავრობო მედია IRNA News ავრცელებს. ხელმოწერის ღონისძიება კრემლში ჩატარდა. ხელშეკრულება ირანსა და რუსეთს შორის ორხმრივი ურთიერთობების გაფართოებას ეხება.  შეთანხმება ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის თავდაცვას, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სასოფლო მეურნეობას, ტერორიზმთან ბრძოლას, კულტურას, მეცნიერებსა და ტექნოლოგიას.

შეგახსენებთ, რუსეთსაც და ირანსაც დასავლეთმა ბოლო ხანების განმავლობაში მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის, ისეთი კრიტიკული მნიშვნელობისთვის ინდუსტრიებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, საბანკო და საფინანსო სისტემები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay