პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა პეტერ მადიარმა პოლიციის მიერ პირადი დაცვის დანიშვნაზე უარი თქვა

პეტერ მადიარმა პოლიციის მიერ პირადი დაცვის დანიშვნაზე უარი თქვა

by admin

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა უარი თქვა პოლიციის მიერ პირადი დაცვის დანიშვნაზე.

“პოლიციის მთავარ კომისარს შემოთავაზებისთვის მადლობას ვუხდი, თუმცა კვლავ უარს ვამბობ პოლიციის მიერ პირადი დაცვის დანიშვნაზე – როგორც 24-საათიანზე, ისე ნებისმიერი სხვა ფორმით დაცვაზე. აქამდეც არაფრის მეშინოდა და ვცდილობ, ისე ვიმუშაო, არც მომავალში მქონდეს შიშის მიზეზი. უნგრეთი გახდება ქვეყანა, სადაც არავის, ვინც პატიოსნად მუშაობს და ცხოვრობს, არ უნდა ეშინოდეს, მადლობა ჩვენს პოლიციელებს მათი სამსახურისთვის” – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay