3
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის თანახმად, მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა – მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან