პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home პოლიტიკა რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება – მარია ზახაროვა

რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება – მარია ზახაროვა

by admin

ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის შესაბამის შედეგებს გამოიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა.

“არ ვამბობ, რომ ჩვენი სურვილია, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოგვიწევს საქართველოს შეტანა არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში და მასზე ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომების გავრცელება. ამას მოჰყვებოდა შესაბამისი შედეგები ქართველი მწარმოებლებისთვის, მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და იმ სხვა პროდუქციისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის.  როგორ შეიძლება თბილისი მიისწრაფოდეს ისეთი გაერთიანებისკენ, რომლის წევრებიც, საქართველოს წინააღმდეგ უმიზეზოდ აწესებენ სანქციებს, რომლებიც მას ახალ ანტირუსულ სამხედრო ავანტიურებზე უბიძგებს, თითქმის ღიად უჭერენ მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და ასევე, მისი თქმით, ქართველ ხალხს თავს ახვევენ „მისთვის უცხო ღირებულებებს“, თანაც ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით აიძულებენ უარი თქვას საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანია ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ყველა ვალდებულია საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელის სასარგებლოდ დათმოს, არა რაციონალური გადაწყვეტილებების ან ეკონომიკური სარგებლის გამო, არამედ „უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ასეთი მოთხოვნაა. რადგან ეროვნული თვითშეგნება, სუვერენიტეტი და იდენტობა არაფერს ნიშნავს”, – თქვა ზახაროვამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay