პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრას გამართავენ

კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრას გამართავენ

by admin

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებთან დღეს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ ჰორმუზის სრუტეში გემების ნაოსნობის აღდგენის ზომები.

მოსალოდნელია, რომ 40 ქვეყნის ლიდერი განიხილავს ირანში არსებული მყიფე ზავის მხარდაჭერის საკითხებს, ასევე სრუტეში საზღვაო მარშრუტების აღდგენასა და უსაფრთხოებას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ლიდერები შექმნიან საერთაშორისო მისიას, რომლის მიზანი იქნება სრუტეში გემების გადაადგილების აღდგენა. განცხადების თანახმად, ეს იქნება მხოლოდ თავდაცვითი მისია, რომელიც ერთობლივ სამხედრო ძალისხმევას განახორციელებს მაშინვე, როცა ამის შესაძლებლობას გარემოებები მისცემს.

სამიტზე ასევე განიხილავენ International Maritime Organization-ის საქმიანობის მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს გემებისა და ბორტზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოება.

მოსალოდნელია, რომ სტარმერი პარასკევს დილით პარიზში ჩავა, რათა სამიტი მაკრონთან ერთად ჩაატაროს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ასევე გაემგზავრება პარზიში პარასკევს, სამიტში მონაწილეობის მისაღებად

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay