101
თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მორიგი საპროტესტო აქცია იმართება სატელევიზიო ეთერის მოთხოვნით. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის, ასევე პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
“თავისუფლება მზიას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 17 იანვარს ეთერის დათმობის პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პარლამენტთან გადაინაცვლეს