კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო იტალიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

იტალიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

by admin

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კროზეტო კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ დღესვე კიევში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი 9 იანვარს გვიდო კროზეტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე, რომელიც იტალიამ, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay