კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა ივანიშვილთან შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები – სტივ კოენი

ივანიშვილთან შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები – სტივ კოენი

by admin

ჰელსინკის კომისიის წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით… ამისთვის საჭირო გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია – ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” თანაავტორი, დემოკრატი სტივ კოენი.

ეს აქტი არის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკა აქტიურად უნდა შეეწინააღმდეგოს ივანიშვილის ლიდერობით მოქმედ ხელისუფლებასთან სხვა მთავრობების ურთიერთობას და მათი მხრიდან აღიარებასა თუ ურთიერთობების ნორმალიზებასაც. ასევე, აქტის თანახმად, ამერიკამ სრულად უნდა აღასრულოს პირველადი და მეორეული სანქციები და გამოიყენოს სხვადასხვაგვარი უფლებამოსილება, მათ შორის, “მაგნიტსკის გლობალური აქტი” და აღმასრულებელი ბრძანება N 14024, რომ შეაკავოს კორუფციული ქმედებები, ან საქართველოს მხრიდან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის სახელით გატარებული საგარეო გავლენის ოპერაციები, – ვკითხულობთ აქტში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay