კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება დაადასტურა

კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება დაადასტურა

by admin

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე კონგრესში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების ტრადიციული პროცედურა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ერთობლივი სხდომა ვაშინგტონში 6 იანვარს გაიმართა. კონსტიტუციის თანახმად, ამ პროცედურას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური, ამომრჩეველთა კოლეგიისგან მიღებული შედეგები გამოაცხადა აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა, რომელიც არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

ჰარისმა კონგრესის წინაშე გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა კოლეგიიდან 312 ხმა მიიღო, კამალა ჰარისმა კი – 226

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay