სირიას უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის იმედი აქვს, – ამის შესახებ სირიის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ჰასან ალ შიბანმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი სიბიგას განუცხადა:
“ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე და სამეცნიერო პარტნიორობა. რა თქმა უნდა, სირიელ ხალხს და უკრაინელ ხალხს აქვთ იგივე გამოცდილება და იგივე ტანჯვა, რაც ჩვენ 14 წლის განმავლობაში გადავიტანეთ”.
ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინის მიერ გაგზავნილი 500 ტონა ფქვილის ჩასვლის შემდეგ, უკრაინა სირიას დამატებით სასურსათო დახმარებას გაუგზავნის.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით, სირიაში იმყოფებოდა. სიბიგა დამასკოში სირიის დე ფაქტო ლიდერს, აჰმედ ალ შარაას შეხვდა