უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ესაუბრა. მხარეებმა კიევზე რუსეთის თავდასხმა, პარტნიორების მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ წინასწარი გაფრთხილების არარსებობა და აშშ-სთან დიპლომატიური კონტაქტები განიხილა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მან კარნის აცნობა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
მხარეებმა ასევე განიხილეს შეერთებულ შტატებთან კონტაქტები და მიმდინარე კვირაში დაგეგმილი დიპლომატიური შეხვედრები.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო მკაფიოდ უჭერდეს მხარს ამ ომის დასრულებას და დეესკალაციის რეალურ ნაბიჯებს – ისეთ ნაბიჯებს, რომლებსაც რუსეთი ნამდვილად გადადგამს, რათა მისი ომი და მკვლელობები დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ