პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home მსოფლიო უკრაინის დაზვერვა – ისტორიაში პირველად, საზღვაო დრონმა ვერტმფრენი გაანადგურა

უკრაინის დაზვერვა – ისტორიაში პირველად, საზღვაო დრონმა ვერტმფრენი გაანადგურა

by admin

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსული ვერტმფრენი МИ-8 საზღვაო დრონის გამოყენებით არის განადგურებული.

როგორც უწყება წერს, ომების ისტორიაში პირველად, საზღვაო დრონმა გაანადგურა საჰაერო სამიზნე.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბერს, უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სპეცქვედანაყოფის, Group 13-ის მეომრებმა, სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი საზღვაო დრონ Magura V5-ის მეშვეობით რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს.

საზღვაო დრონის იერიშის შედეგად კიდევ ერთი ასეთი ვერტფრენი დაზიანდა და აეროდრომამდე მიფრენა მოახერხა.

დრონიდან ნასროლი საზენიტო რაკეტით ვერტფრენის ჩამოგდების ვიდეოს უკრაინის დაზვერვა ავრცელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay