საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა:
“შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა. სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლების საშინაო საქმეებში, ჩარევა დიდი ხანია მათი საგარეო პოლიტიკის არსენალის ნაწილია”