უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, დენის სიენიკმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან, ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა.
სიენიკის თქმით, უკრაინის მხრიდან ჯერ არ ყოფილა Starlink-ის ე.წ. “სამხედრო პაკეტის” – Starshield-ის სრული შესაძლებლობების აღდგენის დადასტურება და უკრაინის მოთხოვნებს არც თავდაცვის დეპარტამენტში და არც SpaceX-ში არ უპასუხეს.
სიენიკის თქმით, უკრაინას 160 კმ/სთ-ზე მეტ სისწრაფეებზე დაკავშირებულობის დაკარგვის დოკუმენტირებული მტკიცებულებები აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაშია.
ამავდროულად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა 15 კრიტიკულად მნიშნველოვანი ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა