კვირა, ოქტომბერი 18, 2026
Home მსოფლიო რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო – რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო – რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

by admin

რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შავი ზღვა კვლავ უსაფრთხო იქნება. რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16-მა ორი საჰაერო დრონი ჩამოაგდო, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ შავი ზღვის თავზე.

სამხედროებმა შეგვატყობინეს, რომ პირველი დრონი ჩვენს საჰაერო სივრცეში 17:59 საათზე შემოიჭრა და 2 წუთის განმავლობაში იქნა ჩამოგდებული სულინადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ის დაშორებით.

მეორე დრონი, იგივე რაიონში, ჩამოგდებულ იქნა 18:05 საათზე, საჰაერო სივრცეში შეჭრიდან 4 წუთის შემდეგ, სულინადან აღმოსავლეთით 20 კმ-ის დაშორებით,” – ნათქვამია განცხადებაში.

რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უკვე შეატყობინეს ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay