102
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის მიერ შემზღუდავი კანონების ხელმოწერას ინაუგურაციის დღესვე, მას “დე ფაქტო პრეზიდენტს” უწოდებს და აცხადებს:
“ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და “ქართულ ოცნებას” საჯარო სამსახურებში “წმენდის” უფლებას აძლევს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.