სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
Home მსოფლიო არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომის სწრაფად დასრულება შესაძლებელია უკრაინის ხარჯზე, მაგრამ ზუსტად ასე ჩანს – ვოლოდიმირ ზელენსკი

არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომის სწრაფად დასრულება შესაძლებელია უკრაინის ხარჯზე, მაგრამ ზუსტად ასე ჩანს – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები უკრაინაზე კაპიტულაციისკენ მიმართულ ზეწოლას წარმოადგენს.

ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არ სურს იფიქროს, რომ ვაშინგტონს რუსეთთან ომის უკრაინის ხარჯზე დასრულება სურს.

“მე მჯერა, რომ გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად. არ ვამბობ, რომ ეს ის მიზანია, რომლის მიღწევასაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს რუსეთთან ომის უფრო სწრაფად დასრულება შესაძლებელია უკრაინის ხარჯზე, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე ჩანს.  ახლა სახიფათო დღეები გველოდება. ჩემი ბოლო შეთავაზება ასეთი იყო: ჩვენ შევწყვეტთ რუსულ დიზელის საწვავთან დაკავშირებულ ობიექტებზე თავდასხმებს, თქვენ კი მოგვაწოდეთ Patriot-ის რაკეტები ჩვენი ობიექტების დასაცავად. მაგრამ მათ უბრალოდ სურთ, რომ დიზელის საწვავის ობიექტებზე თავდასხმები შევწყვიტოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay