ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home საზოგადოება საქართველოში 1.887 მილიონი კაცი და 2.053 მილიონი ქალი ცხოვრობს

საქართველოში 1.887 მილიონი კაცი და 2.053 მილიონი ქალი ცხოვრობს

by admin

საქართველოში 1.887 მილიონი კაცი და 2.053 მილიონი ქალი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი“, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, 2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

საქსტატის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.930 მილიონს შეადგენდა. მათგან 1.881 მილიონი კაცი, ხოლო 2.049 მილიონი ქალი იყო.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 წლის მოსახლეობაა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 303.2 ათასი ადამიანი შედის. მეორე ადგილზე 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფია, რომელშიც 289.3 ათასი ადამიანია გაერთიანებული, ხოლო მესამე ადგილზე 40-44 წლის მოსახლეობაა – 280.3 ათასი ადამიანი.

რაც შეეხება ყველაზე მცირერიცხოვან ასაკობრივ ჯგუფებს, 80-84 წლის ადამიანების რაოდენობა 60.8 ათასს შეადგენს, ხოლო 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 68.2 ათასია.

“ბიზნესპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება – ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე მცირერიცხოვნამდე, ასეთია:

35-39 წლის – 303.2 ათასი ადამიანი;

10-14 წლის – 289.3 ათასი ადამიანი;

40-44 წლის – 280.3 ათასი ადამიანი;

15-19 წლის – 268.2 ათასი ადამიანი;

30-34 წლის – 267.2 ათასი ადამიანი;

65-69 წლის – 246.1 ათასი ადამიანი;

60-64 წლის -245.9 ათასი ადამიანი;

45-49 წლის – 244.8 ათასი ადამიანი;

20-24 წლის -223.5 ათასი ადამიანი;

 

50-54 წლის – 223.5 ათასი ადამიანი;

55-59 წლის – 209.8 ათასი ადამიანი;

70-74 წლის – 199.4 ათასი ადამიანი;

5-9 წლის – 256.9 ათასი ადამიანი;

1-4 წლის – 167.2 ათასი ადამიანი;

75-79 წლის -138.1 ათასი ადამიანი;

85+ წლის – 68.2 ათასი ადამიანი;

80-84 წლის – 60.8 ათასი ადამიანი;

1 წლამდე ასაკის – 36.9 ათასი ადამიანი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay