კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა ტრამპმა ლუკაშენკო “მშვიდობის საბჭოს” დამფუძნებლად მიიწვია

ტრამპმა ლუკაშენკო “მშვიდობის საბჭოს” დამფუძნებლად მიიწვია

by admin

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალექსანდერ ლუკაშენკოს გაუგზავნა შეთავაზება, რომ ბელარუსი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი გახდეს. 

სამინისტროს მიხედვით, ბელარუსის პრეზიდენტი პოზიტიურად გამოეხმაურა შეთავაზებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბელარუსი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის საბჭოს აქტივობებში და იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაცია წარდგენილი მანდატის მიღმაც შეძლებს მუშაობას.

მანამდე, კრემლმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა საბჭოს წევრად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიწვია.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ამჟამად წინადადებას განიხილავს.

“რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტს ინიციატივის ყველა ნიუანსის დასაზუსტებლად გეგმავს,” – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 17 იანვარს, თეთრმა სახლმა “მშვიდობის საბჭოს”  წევრების ნაწილი დაასახელა.

დასახელებულ პირებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია.

დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებისთვის 60 ქვეყანა მიიწვია, თუმცა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც  “მშვიდობის საბჭოს” მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay