კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვამ დსთ-ს ოფიციალურად დატოვების პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-ს ოფიციალურად დატოვების პროცესი დაიწყო

by admin

მოლდოვის სამთავრობო მედიის, Moldpres-ის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრის მოადგილემ, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ორგანიზაციას ფორმალურად დატოვებს, რა მიზნითაც უკვე დაწყებულია იმ ფუნდამენტური შეთანხმებების დენონსაციის პროცესი, რომლებიც დსთ-ში მოლდოვის წევრობას უდევს საფუძვლად.

“მსურს პირველად გავაკეთო ეს განცხადება: ჩვენ უკვე დავიწყეთ დსთ-სთან სამი შეთანხმების დენონსაციაზე თანხმობის მიღების პროცესი. ეს არის შეთანხმებები, რომლებიც საფუძვლად უდევს დსთ-ში ჩვენს წევრობას.” – თქვა პოპშოიმ.

კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამ გადაწყვეტილებას მოლდოვისთვის, მან განაცხადა, რომ “ოფიციალურად მოლდოვა დსთ-ს წევრი აღარ იქნება. ამ ფუნდამენტური შეთანხმებების დენონსირება, რომლებიც ჩვენს წევრობას უდევს საფუძვლად, მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, რომ სამართლებრივი გადმოსახედიდან, მოლდოვის რესპუბლიკა აღარ იქნება წევრი.”

“დე ფაქტო ჩვენ [დსთ-ში] მონაწილეობა დიდი ხნის წინ შევაჩერეთ, მაგრამ სამართლებრივად ისევ წევრები ვართ.” – დაამატა მან.

სამთავრობო მედიის ცნობით, მოლდოვას დსთ-სთან 283 შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, საიდანაც 71-ის დენონსირება უკვე მოხდა, ხოლო დაახლოებით 60-ზე პროცესი ამჟამად მიმდინარეობს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay