ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო აშშ-ის მთავრობამ ნავთობკომპანიებს, შესაძლოა, ვენესუელას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო თანხა აუნაზღაუროს – ტრამპი

აშშ-ის მთავრობამ ნავთობკომპანიებს, შესაძლოა, ვენესუელას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო თანხა აუნაზღაუროს – ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიაჩნია, რომ აშშ-ის ნავთობის ინდუსტრიას ვენესუელაში გაფართოებული ოპერაციების ამოქმედება 18 თვეზე ნაკლებ დროში შეუძლია.

“ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება უფრო ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაგრამ დიდ თანხასთან იქნება დაკავშირებული. უზარმაზარი თანხის დახარჯვა იქნება საჭირო, ნავთობკომპანიები მას დახარჯავენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით აუნაზღაურდებათ”, – განუცხადა ტრამპმა NBC News-ს.

ტრამპმა არ დააკონკრეტა რა თანხა დაუჯდებათ კომპანიებს ვენესუელას მოძველებული ნავთობის ინფრასტრუქტურის შეკეთება და განახლება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay