ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ტრამპმა ხელი მოაწერა კეპს წარწერით – MAKE IRAN GREAT AGAIN (გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული)

ტრამპმა ხელი მოაწერა კეპს წარწერით – MAKE IRAN GREAT AGAIN (გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული)

by admin

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა კეპს წარწერით MAKE IRAN GREAT AGAIN (გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული). ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ავრცელებს.

“ღმერთმა დალოცოს და დაიცვას მამაცი ირანელი ხალხი, რომელიც ტირანიას უპირისპირდება” – წერს გრემი.

29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 2 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუკი ირანი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავს, აშშ მათ გადასარჩენად “მზად არის”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay