ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობას აცნობა, რომ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ

კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობას აცნობა, რომ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ

by admin

ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-თან თანამშრომლობას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არმანდო ბენედეტიმ განაცხადა.

“კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობას აცნობა, რომ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ბენედეტიმ.

მისი თქმით, კოლუმბია აშშ-ის დაზვერვის შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით კრიმინალური ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების ლაბორატორიების წინააღმდეგ ოპერაციებს გააგრძელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

“ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს”, – აღნიშნა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay