ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს კურსკში 50 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული

by admin

კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან 50 ათასი რუსი სამხედროს შეკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სწორედ კურსკის ოპერაციის წყალობით რუსები ვერ განახორციელებენ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე თავდასხმებს:

“დეტალური მოხსენება მთავარსარდალ სირსკისგან. კურსკში ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან ჯგუფს – საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 000 წევრს, რომელიც, კურსკის ოპერაციების წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე ვერ გაიგზავნება. ეს შესამჩნევია ფრონტზე. სწორედ ამიტომ, გვჭირდება შორი მოქმედების გადაწყვეტილებები პარტნიორებისგან – ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან. ეს არის ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay