72
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ საკუთარ სპორტს მიღმა 2024 წელს მისთვის შთაგონების წყარო ილია თოფურიაა:
“რთულია, გავცე კითხვას პასუხი, თუ ვინაა ჩემთვის შთაგონების წყარო, მაგრამ ილია თოფურიას დავასახელებ”.
შეგახსენებთ, ესპანელმა 2024 წელს როლან გაროსისა და უიმბლდონის ტურნირები მოიგო, 21 წლის ჩოგბურთელმა ასევე ითამაშა ოლიმპიური თამაშების ფინალში, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.